ძლიერმა სეტყვამ სოფელი გავაზი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 11.05.2018
ნანახია: 1421

ძლიერი სეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტში - სტიქიამ სოფელ გავაზში 800-ს ჰექტრამდე ვენახი გაანადგურა.

ადგილობრივების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით და ისიც უშედეგოდ ამუშავდა.  

დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მათ შორის შესაწამლი პრეპარატებით.

ადგილობრივ ხელისუფლებას დაზარალებულები ბანკთან შუამდგომლობას და აღებული სესხების გადავადებაში დახმარებას სთხოვს.

სტიქიის შედეგად  ვენახები, ნარგავები და ხეხილი 80 პროცენტით არის განადგურებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე