გვენეტაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:47 | 11.05.2018
ნანახია: 715

თბილისში  ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით დიდუბეში, გევენეტაძის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. 

ხანძრის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი მწოლიარე იყო და მან გამოსვლა ვერ შეძლო.

დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებულია კიდევ 2 ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა სადარბაზოს კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაციაც, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მოსახლეობა სახლებში დააბრუნეს.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტკრიმინალისტები. ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე