ძლიერი სეტყვა კისისხევსა და წინანდალში

საქართველო, თბილისი - 10:12 | 10.05.2018
ნანახია: 1509

ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები - კისისხევი და წინანდალი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, სტიქიის მასშტაბები მცირეა და ზარალის ზუსტ ოდენობას შესაბამისი კომისია დაადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე