გორში დაარიგეს მედლები გენადი ზიუგანოვის ხელმოწერით

საქართველო, თბილისი - 14:20 | 09.05.2018
ნანახია: 1042

გორში „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა დემონსტრაცია გამართეს. ადგილზე ორგანიზაციამ რამდენიმე ჯილდო დაარიგა, რომელზეც რუსული კომპარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის ხელმოწერაა.

დემონსტრაციაზე აღნიშნულ ფაქტს ხმაური მოყვა.

მათ ასევე, საბჭოთა სიმბოლიკა და ე.წ. გეორგიევსკის ლენტები ქონდათ მიტანილი, რაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნულ დემონსტრაციას წინ უძღოდა დაპირისპირება სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა მოქალაქეებს დაურიგეს სტიკერები წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე