"გეორგიევსკის ლენტების" გამო ვაკის პარკთან დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 09.05.2018
ნანახია: 965

თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

რუხაიამ საბჭოთა სიმბოლიკა გააპროტესტა, რომელიც „სოციალისტური საქართველოს“ წევრებს აქვთ მიტანილი.

ვაკის პარკში აქციაც იმართება, რომლის წევრებიც „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლებისთვის საბჭოთა სიმბოლიკის ჩამორთმევას და მათ დასჯას ითხოვენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე