კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 11:56 | 09.05.2018
ნანახია: 1055

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

დედაქალაქის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი სწორედ ამ ადამიანების თავგანწირვით დაამარცხა.

„მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ ამ გამარჯვებაში მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების ღვაწლი ძალიან დიდია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაკის პარკში დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და სოფიო ხუნწარია იმყოფებოდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე