აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 09.05.2018
ნანახია: 774

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუშინ საღამოს განაცხადა, რომ აშშ გამოვიდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან და რომ ამერიკული ადმინისტრაცია იწყებს პროცესს, ირანის წინააღმდეგ ქმედებების აღდგენის შესაბამის სანქციებს.

"დღეს მე ვაცხადებ, რომ აშშ გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან. რამდენიმე წუთში მე მოვაწერ ხელს პრეზიდენტის მემორანდუმს, რათა დავიწყო პროცესი აშშ-ს სანქციების მოქმედებების განახლების, რომელიც უკავშირდება ატომს, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ“ - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს. რის შემდეგაც მან ხელი მოაწერა მემორანდუმს.

პრეზიდენტმა პირობა დადო, ირანის წინააღმდეგ სანქციების „უმაღლეს დონეზე“ მიღების შესახებ. ასევე გამოთქვა მზაობა,  შეიტანოს სანქციები ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დაეხმარება თეირანს ბირთვული იარაღის მიღებაში.

„ამერიკა არ იქნება ბირთვული შანტაჟის მძევალი“ - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

"დღევანდელი ქმედებები გაიგზავნება როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიგნალი: აშშ აღარ იყენებს ცარიელი მუქარის ფორმებს. როცა მე ვიძლევი დაპირებას, მე მას ვასრულებ“ - დასძინა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ექნება უფრო სერიოზულ პრობლემები, თუკი თეირანი გააგრძელებს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებას.

"ძლიერი სანქციები ძალაში შევა თუ ირანის რეჟიმი გააგრძელებს განახორციელოს თავისი ბირთვული ამბიციები. ის უფრო მძიმე პრობლემების წინაშე დადგება, ვიდრე მას ოდესმე ჰქონია“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე