ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 09:15 | 09.05.2018
ნანახია: 1070

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 73 წელი გავიდა. 9 მაისი თბილისში ვაკის პარკში აღინიშნება, სადაც ვეტერანებთან შესახვედრად მთავრობის წევრებიც გეგმავენ.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ნაწილი უკვე იმყოფებოდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

ვეტერანები დღეს მეორე მსოფლიო ომში წასვლასა და ფრონტის ხაზზე ბრძოლას იხსენებენ.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე