ფინეთში სერიული მკვლელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:08 | 08.05.2018
ნანახია: 770

მანიაკი მკვლელი, მიქაელ პენტილა, რომელიც უკვე სამჯერ იყო ნასამართლევი უამრავი მკვლელობებისთვის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის, ჰელსინკში მორიგი მკვლელობის ბრალდებით მეოთხედ დააკავეს. იუწყება ფინეთის პოლიცია.

მიქაელ პენტილამ ცხოვრების უმეტესობა ციხეში გაატარა. პირველად ციხეში 12 წლის გოგონას მკვლელობისთვის აღმოჩნდა. გამოძიებისას მსვლელობისას მკვლელი საკუთარი დედის მკვლელობაში გამოტყდა. სასჯელის მოხდის შემდეფ 1992 წელს იქნა კვლავ დაკავებული 43 წლის ქალის მკვლელობისთვის. 2009 წელს გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ აგრძელებდა თავდასხმებს. მის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა კიდევ სამი ქალი. პენტილა კვლავ გაასამართლეს, თუმცა 2016 წელს, ვადის ამოწურვის შედეგად, ის კვლავ გამოუშვეს სასჯელთაღსრულებითი დაწესებულებიდან.

"პანტილია 6 მაისს ჰელსინკში დააკავეს. ის ეჭვმიტანილია 52 წლის ქალის მკვლელობაში“. ის ერთადერთი ფინელი კრიმინალია, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ კვალიფიცირებულია, როგორც სერიული მკვლელი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე