საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 30.11.2015
ნანახია: 1631

27 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში „დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ჯანდაცვის საკითხებზე" საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დარგობრივი ქვეკომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის,ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

სხდომაზე, მხარეებმა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ჯანდაცვის საკითხებზე შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ შესაბამისი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით მიღწეული წარმატება დაგასატარებელი რეფორმების კუთხით შემდგომი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება.

ასოცირების ქვეკომიტეტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ურიერთთანამშრომლობისა და ვალდებულებების შესრულების შეფასების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. დარგობრივი ქვეკომიტეტების სხდომების კოორდინაციას საქართველოს მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე