საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს ბანკი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად აღიარა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
საქართველო, თბილისი - 15:20 | 08.05.2018 ნანახია: 1374საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალი ბიზნესმენებისთვის 2017 წლის საუკეთესო პარტნიორ ბანკად დაასახელა. საქართველოს ბანკმა ჯილდო „ქალთა საბანკო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. 2008 წლიდან საქართველოს ბანკი აქტიურად იყენებს გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამის რესურსებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბანკის კორპორაციულ კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ბიზნესმენ ქალებს. ამ რესურსით ბანკი მათ სავაჭრო ოპერაციებისთვის დაფინანსებას აძლევს.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა გრძელვადიანმა პარტნიორმა IFC-მ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო საფინანსო ინსტიტუტად დაგვასახელა. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია გაზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსებზე დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც სათავეში ქალები უდგანან. საქართველოს ბანკი მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და ბიზნესის მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. საქართველოს ბანკი გეგმავს, კვლავ დარჩეს მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეუწყოს, ქართულ ბიზნესში ქალების როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
იან ვან ბილსენმა, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში განაცხადა: „საქართველოს ბანკი IFC-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ბანკი გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალ ბაზრებზე ვაჭრობის განვითარების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაში. ვულოცავთ საქართველოს ბანკის გუნდს ამ დამსახურებულ ჯილდოს.“
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა