საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის თემაზე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს
საქართველო, თბილისი - 13:29 | 08.05.2018 ნანახია: 1355საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინა. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მიზნად ისახავს სოციალური საწარმოების პროექტის ისეთი იდეის გრანტით დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.
ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. ესენია:
- ფონდ „ექსესის“ პროექტი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა -charte.ge. პროექტის მიზანია განათლებაზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა და Crowdfundig პლატფორმის შექმნა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, მათ შორის კონფლიქტისპირა სოფლებში, სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, მისაღები გამოცდებისთვის კომპიუტერების გადაცემა, სასწავლო პროცესის დისტანციური კოორდინირება და მათ ოჯახებში ინტერნეტის გაყვანა.
- სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“. საწარმოს მისიაა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის მიზნით, ქაღალდის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება და პროდუქციის დამზადება-რეალიზება; პროექტის ფარგლებში მოხდება საწარმოს სრულად აღჭურვა სპეციალური დანადგარებით, 2 შშმ პირის სასწავლო პროგრამაში ჩართვა, რომლებიც შეისწავლიან ციფრულ ხატვასა და 2D გრაფიკული დიზაინს. შემდგომი დასაქმების მიზნით. საწარმოს საქმიანობის შედეგად მოხდება გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
- ორგანიზაცია „ვივა არტეს“ პროექტის იდეა- ქართული ცქრიალა ღვინის საწარმოს შექმნის შესახებ. რაც არტვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე ფრანგული მეთოდით, ცქრიალა ღვინის დამამზადებელი სოციალური საწარმოს შექმნას, კასპის რაიონში შშმ პირების დასაქმებას და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
- განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტის იდეა-დასუფთავების სერვისი “Perfect Clean“-ი, რომელიც გულისხმობს სოფელ საგურამოში მოქმედ შშმ პირთა დღის ცენტრის ბაზაზე აგარაკების დასუფთავებისა და გამწვანების სერვისის შესთავაზებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შშმ პირთა დასაქმებას.
- ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ პროექტი, რაც სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საცხობისა და გარემოს შექმნას, საცხობში მათ დასაქმებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას გულისხმობს. საცხობი კახეთის ტურისტული მარშრუტის ნაწილი გახდება და უცხოელ ვიზიტორებს ცხობის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას შეთავაზებს. საცხობი ასევე სრულად მოამარაგებს ნუკრიანში არსებულ დღის ცენტრს.
ჯამში 2017 წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 103 პროექტმა მიიღო, რომელთაგანაც დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი შეარჩია, გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს ბანკი თოთოეულს 50 000 ლარამდე მოცულობის გრანტს გადასცემს.
საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად 386 917 ლარამდე დაფინანსება გამოყო.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა