მავნე და არამავნე ნარკოტიკებზე მსჯელობა ახალისებს ნარკოდანაშაულს - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 08.05.2018
ნანახია: 1342

მავნე და არამავნე ნარკოტიკებზე მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ნარკოტიკების ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება.

​„აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ – არა.

ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე