13 წლის ბიჭი ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატიდან გამორთვამდე გონს მოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 08.05.2018
ნანახია: 2641

ალაბამას შტატში 13 წლის ტრენტონ მაკინლი ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატიდან გამორთვამდე ერთი დღით ადრე გონს მოვიდა.

ექიმებმა მის მშობლებს აცნობეს, რომ მოზარდი „ნორმალური“ არასდროს იქნებოდა და ისინიც ბავშვის ორგანოების დონორობას დათანხმდნენ.

მაკინლიმ თავის ქალისა და ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო ავტოავარიის შედეგად. სატვირთო ავტომობილი, რომელშიც ის იჯდა, გადაბრუნდა და ბიჭს თავზე დაეცა.

მოზარდმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მას გულის შეტევა ჰქონდა, გაეთიშა თირკმელებიც. ქირურგიული ჩარევის დროს ბიჭმა კლინიკური სიკვდილიც გადაიტანა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ მათი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცვლებოდა. ტრენტონის დედა მისი ორგანოების დონორობას დათანხმდა, როდესაც შეიტყო, რომ ამით ხუთი სხვა ბავშვის სიცოცხლე გადარჩებოდა.

თუმცა მაკინლი ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატიდან გამორთვამდე მაკინლი გონს მოვიდა.

ამჟამად ის რეაბილიტაციის პროცესს გადის. ბიჭს თავის ქალაზე კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება.

13 წლის მოზარდს უკვე ლაპარაკიც შეუძლია, კითხულობს და მათემატიკურ სავარჯიშოებსაც აკეთებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე