განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 08.05.2018
ნანახია: 944

გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

უწყებამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის წევრები ნუგზარ ბარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე