მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 08.05.2018
ნანახია: 915

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე