ლისაბონში „ევროვიზიის“ გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:12 | 08.05.2018
ნანახია: 692

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში „ევროვიზიის“ გასაშუქებლად ჩასული ბერძენი ჟურნალისტს თავს დაესხნენ.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტს უცნობი პირი მიუახლოვდა, დანა დაარტყა და გაძარცვა. ჟურნალისტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლისაბონში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ქალაქის ფაქტობრივად ყველა კუთხეში პოლიციელები დგანან.

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტს 4 ათასი ევრო ჰქონდა, რომელიც კონკურსის ნახევარფინალის ბილეთების შესაძენად იყო განკუთვნილი. მძარცველი თავდასხმის შემდეგ მიიმალა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე