პრემიერის არჩევნები - სომხეთის მმართველი პარტია ფაშინიანს მხარდაჭერას პირდება

საქართველო, თბილისი - 10:41 | 08.05.2018
ნანახია: 673

სომხეთის პარლამენტი დღეს პრემიერს ირჩევს. ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია, რომელიც ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა წამოაყენეს.
1 მაისს არჩევნების პირველ ტურში ფაშინიანმა 53 საჭირო ხმის ნაცვლად მხოლოდ 45 ხმა მიიღო.

თუ დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის ახალ თავმჯდომარეს დღესაც ვერ აირჩევენ, საკანონმდებლო ორგანო ავტომატურად დაიშლება. ამ ჯერზე სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია ფაშინიანს მხარდაჭერას დაპირდა.

რესპუბლიკური პარტიის  ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრემიერად ფაშინიანის არჩევის შემთხვევაში რესპუბლიკელები მზად არიან ოპოზიციაში გადავიდნენ.

პარლამენტის სპეციალური სხდომა 11.00 საათზე დაიწყება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე