სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 08.05.2018
ნანახია: 866

სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ვერტმფრენი კა-52 ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

სირიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული საჰაერო ხომალდის კატასტროფის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 3 მაისს აფრენის დროს რუსული მოიერიშე ჩამოვარდა, რომლის პილოტებიც ასევე დაიღუპნენ. 

რუსული  მედიის ცნობით, კა-52 რადიკალი ისლამისტების გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო, როდესაც მანქანა სირიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე პატრულირებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე