თბილისში არასრულწლოვანს გენდერული იდენტობის გამო სცემეს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 07.05.2018
ნანახია: 1501

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში არასრულწლოვანს გენდერული იდენტობის გამო სცემეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა,

ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. ისინი თბილისში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე