დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 14:50 | 07.05.2018
ნანახია: 823

ჩემი პირადი აზრით და ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მუშაობა შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება

„ცხოველი დისკუსიები მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს ასევე იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ. ამ ვითარებაში აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ, შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, რომ დაინერგოს. ჩემი პირადი აზრით და ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

აკაკი ზოიძე სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე