იტალიაში პრინტერის კარტრიჯების მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 07.05.2018
ნანახია: 798

იტალიაში, ქალაქ ბერგამოში პრინტერის კარტრიჯების მოპარვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცმა ტექნიკის მაღაზიიდან 1000 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები მოიპარა.

როგორც გაირკვა, ბრალდებული უკანონოდ იმყოფებოდა იტალიის ტერიტორიაზე და ქურდობაში ადრეც იყო შემჩნეული.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს კარტრიჯების მოპარვის გარდა ბრალი რამდენიმე ბინისა და მაღაზიის გაქურდვისთვის წაუყენა. ის რამდენიმე თვეს ბერგამოს ციხეში გაატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე