ჩინეთში დააკავეს ქალი, რომელმაც 118 ბავშვი იშვილა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 07.05.2018
ნანახია: 1271

ქალაქ იუანის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით დააკავა ქალი, რომელმაც სახელი 118 ბავშვის შვილად აყვანით გაითქვა.

ლი ლიცზიუანმა ბავშების შვილად აყვანა 1996 წელს დაიწყო და 2007 წელს დაარსა თავშესაფარი „სიყვარულის სოფელი“. მისი საქმიანობა აქტიურად შუქდებოდა მედიაში, რის გამოც მან სახელი მთელს ქვეყანაში გაითქვა.
პოლიციის განცხადებით, პოპულარობის მოპოვების შემდეგ ლიმ პირადი გამდიდრებისთვის  ქველმოქმედების გამოყენება დაიწყო. ის დიდ თანხებს იღებდა ბიუჯეტიდან და ქვლმოქმედი ადამიანებისგან. ქალს ასევე ბრალად ედება ბავშვების გამოყენება ადგილობრივი ჩინოვნიკების დაშინებისა და მუქარისთვის.

მედიის ცნობით, ქალი დიდი რაოდენობით თანხას სძალავდა სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც თავშესაფართან რაიმე სამუშაოებს ატარებდნენ.

ხელისუფლების განცხადებით, ზოგიერთ ბავშვს სინამდვილეში მშობლები ჰყავდა. მათ სახელებს თავშესაფარი იმისთვის იყენებდა, რომ ხელისუფლება მოეტყუებინა და მისგან შეღავათები და დახმარებები მიეღო.

ხელისუფლებამ თავშესაფრიდან 74 ბავშვი მას შემდეგ წაიყვანა, რაც დაწესებულებამ ყოველწლიური სავალდებულო შემოწმება ვერ გაიარა და მისი დახურვა გადაწყდა.

ამის გარდა გარვცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თავშესაფარში შესაძლოა იყვენენ გატაცებული ბავშვებიც. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე