მახინჯაურში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 07.05.2018
ნანახია: 946

მახინჯაურში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

დაშავდა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის ორი სტუდენტი. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე