სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრები პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 04.05.2018
ნანახია: 1042

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ე.წ. „ქართული მარშის“ წევრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უცვლელი დატოვა.

მოსამართლე გიორგი კარატიშვილმა, რომელმაც გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, განაცხადა, რომ საქმეში რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს შექმნიდა. მისი თქმით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი.

ცნობისთვის, ე.წ. „ქართული მარშის“ შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.

ისინი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე