ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

საქართველო, თბილისი - 13:19 | 04.05.2018
ნანახია: 1058

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა. 

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს. ბელებს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მურა დათვის ბელები, ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე