სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 04.05.2018
ნანახია: 845

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული 2 მაისს სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 
კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
„ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები:safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge;
საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე”, აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე