სასამართლომ პრეზერვატივ „აიისას“ საქმეზე თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 04.05.2018
ნანახია: 1558

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივ „აიისას“ საქმეზე თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივისა და თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.

ცნობისთვის, აიისას-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მაისს შედგა.

მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.

GDI, რომელიც ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავს, იმედს იტოვებდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციიის და მის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრქატიკის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიისა და მის შესახებ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნას, რადგან, GDI-ს განმარტებით, რელიგიური გრძნობებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მოტივით სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღება ცენზურის სახიფათო პრეცედენტად იქცევა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე