„ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის შენარჩუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 03.05.2018
ნანახია: 987

„ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის შენარჩუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

ხელმომწერები მიმართავენ თბილისის მერიასა და საკრებულოს, გაითვალისწინოს მოქალაქეების მოთხოვნა და შეუნარჩუნდეს არსებული სახელი "ვარდების რევოლუციის მოედანს"

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, წინამდებარე პეტიციაზე ხემოწერით გამოვხატავთ პოზიციას, რომელიც გულისხმობს "ვარდების რევოლუციის" მოედნისთვის სახელის შენარჩუნების მოთხოვნას და მივმართავთ თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს და ყველა პასუხისმგებელ თუ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, გაითვალისწინოს მოქალაქეების მოთხოვნა და შეუნარჩუნდეს არსებული სახელი "ვარდების რევოლუციის მოედანს", - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია აქ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე