ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო

საქართველო, თბილისი - 15:37 | 03.05.2018
ნანახია: 954

ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია.

მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკანონო გათავისუფლების გამო კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ხოლო გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ეკატერინე მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

ცნობისთვის, ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2015 წლის 10 თებერვალს გაათავისუფლეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე