თურქეთის მმართველმა პარტიამ ერდოღანი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 03.05.2018
ნანახია: 690

თურქეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. თურქეთში პრეზიდენტის არჩევნები 24 ივნისს იმართება.

ერდოღანის კანდიდატურას მხარი მმართველ პარტიაში შემავალმა 326-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 24 ივნისს გაიმართება.

მან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე დაჩქარებული გადასვლის აუცილებლობით ახსნა. თურქეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი დაამტკიცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე