ძლიერი აფეთქების შედეგად 6 პოლიციელი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:23 | 03.05.2018
ნანახია: 743

ამერიკის კონექტიკუტის შტატში სპეცოპერაციის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი სამართალდამცველი დაშავდა.

პოლიციელები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, მძევლის გასათავისუფლებლად იმყოფებოდნენ. მამაკაცს თავისი ცოლი ჰყავდა დაკავებული და სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

მოლაპარაკებების პროცესში სარდაფში ძლიერი  აფეთქების ხმა გაისმა. დაშავდა 6 პოლიციელი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე