პენტაგონმა სამხედრო ბაზებზე ჩინური სმარტფონების გაყიდვა აკრძალა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 03.05.2018
ნანახია: 833

პენტაგონმა ჩინური კომპანიების Huawei-სა და ZTE-ს სმარტფონების გაყიდვა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე აკრძალა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.

„Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობები თანამშრომლებისთვის, სამინისტროს მონაცემებისა და საქმიანობითვის შესაძლოა დაუშვებელ რისკს წარმოადგენდეს“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა დეივ ისტბერნმა.

მანამდე მედია წერდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო, დაზვერვის ცენტრალური სამსახური და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ამერიკელებს ურჩევდა არ შეეძინათ და არ გამოეყენებინათ Huawei-სა და ZTE-ს ტელეფონები, რადგან ჩინური მწარმოებლები ამერიკელი მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

კიბერუსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობაში. შეერთებული შტატები ჩინეთს გამუდმებით  ადანაშაულებს ჰაკერულ თავდასხმებში. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე