ესპანეთში საქართველოს მოქალაქეები ბინების გაქურდვის მცდელობისას დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 03.05.2018
ნანახია: 1041

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ბინების გაქურდვის ორგანიზებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

დაკავებულია 46 წლის მამაკაცი და 43 წლის ქალი, რომლებიც რამდენიმე ბინის კარის გაღებას ცდილობდნენ.

სამართალდამცავებმა მათი დაკავება მაშინ მოახერხეს, როცა ისინი ბინის კარის გატეხვას ცდილობდნენ.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავების დროს მათ 13 სხვადასხვა სახის მეტალის ხელსაწყო აღმოაჩნდა, რომლითაც ისინი ბინების კარის გაღებას ცდილობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე