ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

საქართველო, თბილისი - 12:29 | 03.05.2018
ნანახია: 681

ამერიკელ კონგრესმენთა ჯგუფი მშვიდობის დარგში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნობელის პრემიაზე ნომინირების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი წერილი კონგრესმენებმა ნობელის კომიტეტს გაუგზავნეს.

ტრამპის მთავარ დამსახურებად დასახელებულია კორეის ნახევარკუნძულზე კრიზისის დასრულება.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ამერიკის ლიდერმა ზეწოლა მოახდინა ჩრდილოეთ კორეაზე მისი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო სანქციების დაწესება მოითხოვა. კონგრესმენების აზრით, ამან ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგა.

ის, რომ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს, სამხრეთ კორეის ლიდერმა მუნ ჩჟე ინმა 30 აპრილს განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე