ხაშურში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 03.05.2018
ნანახია: 902

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 30-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.

ის გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ყოფილი რძლის ოჯახში რამდენიმე მამაკაცთან ერთად მივიდა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

მოკლულის გარდა, დაჭრილია კიდევ ორი მამაკაცი.

შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.

სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე