ქვიშის ქარიშხალს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 03.05.2018
ნანახია: 678

70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ძლიერი ქვიშის ქარიშხლის შედეგად ინდოეთის რამდენიმე შტატში. 

ქარიშხალი თავს უტარ-პრადეშისა და რაჯასტანის შტატებს დაატყდა, სადაც გადაუღებელ წვიმასთან ერთად საცხოვრებელი სახლები დაანგრია. შტორმმა ხეები ძირიანად ამოგლიჯა, წააქცია ელეტრობოძები, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქვიშის ქარიშხალმა დედაქალაქ დელიმდეც მაიღწია, თუმცა ტრაგიკული შედეგები არ მოყოლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე