ლავროვის თქმით, ტრამპს პუტინთან შეხვედრა უმოკლეს ვადებში სურს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 03.05.2018
ნანახია: 674

მარტში, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს უმოკლეს ვადებში ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ასევე შესთავაზა ერთობლივად იმუშაონ შეიარაღების შესაჩერებლად. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება გაიწვიოს რუსეთის დიპლომატიური მისიების 60 წევრი და დახუროს გენერალური საკონსულოს სიეტლში, რომლის მიზეზად იქცა ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის ინცინდენტი, მიღებული იყო სავარაუდოდ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, სავარაუდოდ ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მათ შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრისას, რომელიც „კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა“.  

„ტრამპმა დაურეკა ვლადიმერ პუტინი 20 მარტს, რათა მიელოცა გამარჯვება საპრეზიდენტი არჩევნებში და კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი, მოეძებნა საერთო საფუძველი ფართო სპექტრის საკითხებზე. შესთავაზა, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩაეტარებინათ ორმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე, მიიწვია თეთრ სახლში. ლაპარაკობდა სურვილზე მოეგვარებინათ ურთიერთობები საერთაშორისო არენაზე" - აღნიშნა ლავროვმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე