„გირჩის“ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:24 | 03.05.2018
ნანახია: 783

„გირჩის“ დაკავებული წევრების, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 3 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა განუცხადა.

ადვოკატ გირშელ ძებნიაურის განცხადებით, სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი გუშინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე