სომხეთის მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე მხარს ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს

საქართველო, თბილისი - 10:07 | 03.05.2018
ნანახია: 785

სომხეთის მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე თავის კანდიდატურას არ დაასახეელებს, თუმცა მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს, რომლიც პარლამენტის ხმათა ერთ მესამედს მოაგროვებს. ამის შესახებ მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ბაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა.
„სომხეთს რვა მაისს პრემიერ-მინისტრი ეყოლება, სომხეთის რესპუბლიკური პარტია არ წამოაყენებს თავის კანდიდატს ამ პოსტზე და მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელსაც პარლამენტის ერთი მესამედი დაასახელებს“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საპროტესტო აქციების მონაწილეებს გზების, მაგისტრალების, აეროპორტის ბლოკირების შეწყვეტისკენ და კონსტიტუციურ ველზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, 1 მაისს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩია. ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. მან მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმროჩილებლობისკენ მოუწოდა, ოპოზიციის მომხრეებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები, მოახდინეს სახელმწიფო უწყებების ბლოკირება. საპროტესტო აქციებს სომხეთის სხვა მსხვილ ქალაქებშიც შეუერთდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე