ჯორჯიის შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 03.05.2018
ნანახია: 706

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა С-130-მა ამერიკის ჯორჯიის შტატში კატასტროფა განიცადა. ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით ყველა მათგანი დაიღუპა.  
თვითმფინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ავტომაგისტრალზე ჩავარდა. პოლიციის წარმომადგენელმა ნამდვილი სასწაული უწოდა იმ ფაქტს, რომ იმ მომენტში საავტომობილო გზაზე მანქანები არ მოძრაობდნენ.

თვითმფრინავი პუერტო-რიკოს ეროვნულ გვარდიის საავიაციო განყოფილებას ეკუთვნოდა. ის დევის-მონტანის სამხედრო საჰაერო ბაზიდან არიზონაში მიფრინავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე