მეტროს თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან

საქართველო, თბილისი - 09:28 | 03.05.2018
ნანახია: 889

მეტროს მემანქანეები ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან, თბილისის ყველა მეტროსადგური დღეს ჩვეული განრიგით იმუშავებს. გადაწყვეტილება მემანქანეთა ასოციაციის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მეტროს თანამშრომლების განცხადებით ისინი თბილისის მერიასა და სატრანსპორტო სამსახურს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთთვიან ვადას აძლევენ. თბილისის მერია კი მათთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს.

"ერთობა 2018"-ის წარმომადგენლსი არჩილ ლაბაძის თქმით, თუ მათი მოთხოვნები ერთი თვის შემდეგაც არ დაკმაყოფილდება, 3 მაისით დათარიღებული პროცესები ისევ გაგრძელდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე