ზვიად კუპრავას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 09:20 | 03.05.2018
ნანახია: 728

თბილისის საქალაქო სასმართლომ "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, კუპრავა წუხელ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე