იაგო ხვიჩია დააკავეს

საქართველო, თბილისი - 22:35 | 02.05.2018
ნანახია: 1330

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს. იაგო ხვიჩია ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა შენობიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს. ინფორმაცია "გირჩის" ფეისბუკზე ვრცელდება. 

გირჩის წარმომადგენლების განცხადებით, რომლებიც ამ წუთებში პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, მათთვის უცნობია თუ რა მიმართულებით წაიყვანეს იაგო ხვიჩია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე