სომხეთის პრემიერის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:47 | 02.05.2018
ნანახია: 748

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერის არა ბაბლოიანის განცხადებაშია ნათქვამი.
1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია. მას 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხმების საჭირო რაოდენობის მოსაპოვებლად ფაშინიანს 8 ხმა დააკლდა.

კანონის თანახმად ერთი კვირის შემდეგ პარლამენტი პრემიერის არჩევას ისევ შეეცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო ავტომატურად დაიშლება.

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ფაშინიანმა მოსახლეობას სამოქალაქო დაუმროჩილებლობისკენ მოუწოდა. ერევნისკენ მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა გადაკეტილია. ასევე გადაკეტილია აეროპორტისკენ მიმავალი გზაც. დედაქალაქში შეწყვეტილია სატრანსპორტო მოძრაობა. ოპოზიციის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე სამინისტროს შესასვლელი. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე