საარჩევნო კომისიის ოფისზე ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 02.05.2018
ნანახია: 777

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის საარჩევნო კომისიის მთავარ ოფისზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელთა შორის თვითმკვლელი ტერორისტიც იმყოფებოდა.

ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, ტერორისტების თავდასხმის შედეგად საარჩევნო კომისიის ოფისის დაცვის შვიდი წევრი დაიღუპა. ძალოვანებმა მებრძოლების ადგიზლე გადანდგურება შეძლეს. მედიის ცნობით, ტერორისტებს თავდასხმის დროს შეეძლოთ მძევლების აყვანა, რომელთა შორის უცხოელი მოქალაქეებიც იქნებოდნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე