ტრამპის სამედიცინო ცნობა ტრამპმა დაწერა - ყოფილი პირადი ექიმი

საქართველო, თბილისი - 15:10 | 02.05.2018
ნანახია: 829

დონალდ ტრამპის ყოფილი პირადი ექიმი ამტკიცებს, რომ 2015 წელს მას არ დაუწერია სამედიცინო ცნოიბა, სადაც დასტურდებოდა, რომ რესპუბლიკელების მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი „საოცრად ჯანმრთელი“ იყო.

 „ტრამპმა ეს ცნობა მთლიანად მიკარნახა“, - განაცხადა ექიმმა ჰაროლდ ბორნშტეინმა სი ენ ენ-თან ინტერვიუში.

ამის გარდა, ექიმი ბორნშტეინი ამტკიცებს, რომ 2017 წლის თებერვალში ტრამპის პირადი მცველი შეიჭრა მის სამუშაო კაბინეტში და დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ ყველა დოკუმენტაცია გაიტანა.

სი ენ ენ-თან ინტერვიუში ბორნშტეინმა განაცხადა, რომ 2105 წლის სამედიცინო ცნობა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტრამპი „პრეზიდენტის პოსტზე არჩეულთა შორის ყველაზე ჯანმრთელი ადამიანია“ არ შეესაბამებოდა მის პროფესიულ დასკვნას.

ჯერჯერობით გაურკვეველია რატომ გადაწყვიტა ჰაროლდ ბორნშტეინმა ამის შესახებ საუბარი სწორედ ახლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე