ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 02.05.2018
ნანახია: 785

სერიალ „მარკო პოლოს“ პროდიუსერის თანაშემწემ ალექსანდრა კანოსამ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებასა და მუქარისთვის სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ტელერახი CNN-ი იუწყება.

კანოსა ამტკიცებს, რომ ვაინშტაინი მასზე ხუთი წლის განმვალობაში ძალადობდა.

 ქალის თქმით, პროდიუსერმა ლოს-ანჯელესში მას სექსუალურად ხშირად ავიწროებდა, მალაიზიაში ყოფნის დროს კი გააუპატიურა. ამის გარდა, ვაინშტაინი ემუქრებოდა კანოსას კარიერის დანგრევაში თუ ის ამის შესახებ ვინმეს ეტყოდა.

კანოსა აღნიშნავს, რომ ძალადობის შესახებ კომპანია Weinstein Company-ის რამდენიმე თანამშრომელმა იცოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე