ელისაბედ მეორე ახალდაბადებულ შვილთაშვილს ვერტმფრენით ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 02.05.2018
ნანახია: 1069

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შვილთაშვილის - ლუის გასაცნობად ვერტმფრენით გაემგზავრა.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, უინძორიდან კენსინგტონის სასახლემდე ფრენას 40 წუთი დასჭირდა. ბიჭუნას  დედას კემბრიჯის ჰერცოგინიას დედოფალმა ყვავილების თაიგული მიართვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ელისაბედ მეორეს პრინცესა შარლოტასთვისაც ჰქონდა საჩუქარი, რადგან 2 მაისს გოგონას სამი წელი უსრულდება.  

შეგახსენებთ, ქეით  მიდლტონსა და პრინც უილიამს მესამე შვილი 23 მაისს შეეძინათ. ის ტახტის მემკვიდრეების რიგში მეხუთე ადგილს დაიკავებს თავისი პაპის - პრინც ჩარლზის, მამისა და და-ძმის შემდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე