დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი დასახელდა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 02.05.2018
ნანახია: 809

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თანახმაა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სოფელ ფხანმუნჯონში, ორი კორეის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდეს. ამის შესახებ CNN-ი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელაერხის წყარო განმარტავს, რომ ეს ვარიანტი 27 აპრილს სამიტის დროს მხარეებს შესთავაზა სამხრეთ კორეის პრზეიდენტმა მუნ ჩჟე ინმა.

30 აპრილს ამერიკის ლიდერი Twitter-შისამხრეთ კორეელ კოლეგას დაეთანხმა. “ბევრი ქვეყანა განიხილება ჩვენი შეხვედრის ადგილად. მაგრამ ხომ არ იქნებოდა „მშვიდობის სახლი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე უფრო წარმომადგენლობითი, საჭირო ადგილი, ვიდრე მესამე ქვეყანა?“ - წერდა ტრამპი. ეს სახლი მდებარეობს სოფელ ფხანმუნჯონში.

CNN -ი ამტკიცებს, რომ შეხვედრის დროს ზოგიერთი ღონისძიება ჩრდილოეთ კორეის მხარეს შედგება.

მანამდე ტრამპისა და კიმის შეხვედრის ასდგილებად სინგაპური და მონღოლეთიც სახელდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე